Sunday, November 27, 2016

რეფლექსია დღე მეცხრე

დღეს ტრენინგის  შემაჯამებელი დღეა. გასრულდა ცხრადღიანი საინტერესო სამუშაო, რომელიც თავიდან თითქოს რთული მეჩვენა, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდა ენერგიული ტრენერის დახმარებით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. კარგად გავერკვიე პროექტებით სწავლების მეთოდებში .პროექტის გეგმის პრეზენტაციაც ავტვირთეთ ბლოგზე.
ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში . ასევე გავივლი ყველა ტრენინგს რაც სიახლეს გვაზიარებს და ჩვენს  მუშაობას  უფრო საინტერესოს გახდის.

უღრმესი მადლობა  ბატონ დავითს ! ღმერთმა გვიმრავლოს მაგისთანა ახალგაზრდები!

Saturday, November 26, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. სამუშაო უფრო მეტად საინტერესო ხდება.
ვასრულებთ პროექტზე მუშაობას .  ძალიან ბევრი საჭირო რამ ვისწავლე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში.   ავტვირთე ყველა საჭირო დოკუმენტი პორტფოლიოში.  უღრმესი მადლობა ბატონ დათოს კვალიფიციური  დახმარების გაწევისა  და მაღალი ადამიანური თვისებებისათვის.

Sunday, November 20, 2016

რეფლექსია მეშვიდე დღე

საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი მეცადინეობა.  ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შეფასების ნაწილზე. დავხვეწე ჩემი  პროექტის ეს ნაწილი . ასევე დავამუშავეთ  პორტფოლიოს პრეზენტაციის ტექნიკური მხარე. განვიხილეთ შეფასების ფორმები.  მადლობა დღევანდელი დღისთვის.

Monday, November 14, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ორმაგად მიწევს მუშაობა. ავადმყოფობის გამო გამიცდა მეხუთე დღე ,მაგრამ ბატონი დავითის ძალისხმევით შევძელი დავალების შესრულება . ინტერნეტი არ გვქონდა, ვიმუშავეთ ინტელის სახელმძღვანელოზე ; დავამუშავეთ პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები . ასევე  განვიხილეთ  შეფასება. ძირითადად პრაქტიკული სამუშაო გვქონდა,  გავაკეთეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრისათვის. ტექნიკური შეფერხების მიუხედავად ნაყოფიერი იყო ტრენინგი . უღრმესი მადლობა ბატონ დავითს!!!!!