დღეს ტრენინგის შემაჯამებელი დღეა. გასრულდა ცხრადღიანი საინტერესო სამუშაო, რომელიც თავიდან თითქოს რთული მეჩვენა, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდა ენერგიული ტრენერის დახმარებით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. კარგად გავერკვიე პროექტებით სწავლების მეთოდებში .პროექტის გეგმის პრეზენტაციაც ავტვირთეთ ბლოგზე.
ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში . ასევე გავივლი ყველა ტრენინგს რაც სიახლეს გვაზიარებს და ჩვენს მუშაობას უფრო საინტერესოს გახდის.
უღრმესი მადლობა ბატონ დავითს ! ღმერთმა გვიმრავლოს მაგისთანა ახალგაზრდები!
Sunday, November 27, 2016
Saturday, November 26, 2016
მერვე დღის რეფლექსია
ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. სამუშაო უფრო მეტად საინტერესო ხდება.
ვასრულებთ პროექტზე მუშაობას . ძალიან ბევრი საჭირო რამ ვისწავლე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. ავტვირთე ყველა საჭირო დოკუმენტი პორტფოლიოში. უღრმესი მადლობა ბატონ დათოს კვალიფიციური დახმარების გაწევისა და მაღალი ადამიანური თვისებებისათვის.
ვასრულებთ პროექტზე მუშაობას . ძალიან ბევრი საჭირო რამ ვისწავლე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. ავტვირთე ყველა საჭირო დოკუმენტი პორტფოლიოში. უღრმესი მადლობა ბატონ დათოს კვალიფიციური დახმარების გაწევისა და მაღალი ადამიანური თვისებებისათვის.
Sunday, November 20, 2016
რეფლექსია მეშვიდე დღე
საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი მეცადინეობა. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შეფასების ნაწილზე. დავხვეწე ჩემი პროექტის ეს ნაწილი . ასევე დავამუშავეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის ტექნიკური მხარე. განვიხილეთ შეფასების ფორმები. მადლობა დღევანდელი დღისთვის.
Monday, November 14, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს ორმაგად მიწევს მუშაობა. ავადმყოფობის გამო გამიცდა მეხუთე დღე ,მაგრამ ბატონი დავითის ძალისხმევით შევძელი დავალების შესრულება . ინტერნეტი არ გვქონდა, ვიმუშავეთ ინტელის სახელმძღვანელოზე ; დავამუშავეთ პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები . ასევე განვიხილეთ შეფასება. ძირითადად პრაქტიკული სამუშაო გვქონდა, გავაკეთეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრისათვის. ტექნიკური შეფერხების მიუხედავად ნაყოფიერი იყო ტრენინგი . უღრმესი მადლობა ბატონ დავითს!!!!!
Subscribe to:
Posts (Atom)