Sunday, October 30, 2016

რეფლექსია მეოთხე დღე

     ვისწავლეთ დისკზე მუშაობა , სურათებისა და ვიდეოს გადმოტვირთვა,   ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე . დავწერეთ პროექტის მიზნები სტანდარტთან შესაბამისობით. განვიხილეთ მიმართულების  მიმცემი  საკვანძო კითხვები და განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნასრომები.  დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
მადლობა ბატონ დავითს!!!!!!

პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე 

Saturday, October 29, 2016

ტრენინგის მესამე დღე



დღეს კიდევ უფრო საინტერესო მეცადინეობა იყო.  მადლობა ბატონ დავითს, რომ გასაგები ენით გვიხსნის და გვასწავლის. შევისწავლე  driv -ში ფაილების შექმნა, მასზე მუშაობა და ონლაინსივრცეში ატვირთვა.გავეცანი გეგმის სტანდარტს.
   მადლობა ტრენერს გულისხმიერებისა და პროფესიონალიზმისთვის.

Sunday, October 23, 2016

რეფლექსია მეორე დღე

მოტივირებული მოვედი ტრენინგზე.
დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა.  განვიხილეთ ესგ-ს ელექტრონული ვერსია  თანდართული აქტივობებით. მივიღეთ საშინაო დავალება. ძალიან საინტერესო  დღე იყო. მადლობა ტრენერს ჩვენი გაძლებისთვის.

Saturday, October 22, 2016

პირველი დღის რეფლექსია


გავიცანი  ბატონი დავითი, რომელმაც საინტერესოდ გაგვაცნო ტრენინგის მიზანი.
თავდაპირველად , როგორც წესია, რთული მეჩვენა, მაგრამ დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე , პროექტის წერა  და ბლოგზე განთავსება ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს, . ვფიქრობ, საინტერესო და ნაყოფიერი იქნება შემდეგი მეცადინეობა. მადლობა დღევანდელი დღისთვის!