დღეს ტრენინგის შემაჯამებელი დღეა. გასრულდა ცხრადღიანი საინტერესო სამუშაო, რომელიც თავიდან თითქოს რთული მეჩვენა, მაგრამ ჩვენი ახალგაზრდა ენერგიული ტრენერის დახმარებით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. კარგად გავერკვიე პროექტებით სწავლების მეთოდებში .პროექტის გეგმის პრეზენტაციაც ავტვირთეთ ბლოგზე.
ნასწავლს აუცილებლად გამოვიყენებ პედაგოგიურ პრაქტიკაში . ასევე გავივლი ყველა ტრენინგს რაც სიახლეს გვაზიარებს და ჩვენს მუშაობას უფრო საინტერესოს გახდის.
უღრმესი მადლობა ბატონ დავითს ! ღმერთმა გვიმრავლოს მაგისთანა ახალგაზრდები!
Sunday, November 27, 2016
Saturday, November 26, 2016
მერვე დღის რეფლექსია
ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება. სამუშაო უფრო მეტად საინტერესო ხდება.
ვასრულებთ პროექტზე მუშაობას . ძალიან ბევრი საჭირო რამ ვისწავლე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. ავტვირთე ყველა საჭირო დოკუმენტი პორტფოლიოში. უღრმესი მადლობა ბატონ დათოს კვალიფიციური დახმარების გაწევისა და მაღალი ადამიანური თვისებებისათვის.
ვასრულებთ პროექტზე მუშაობას . ძალიან ბევრი საჭირო რამ ვისწავლე, რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ პრაქტიკაში. ავტვირთე ყველა საჭირო დოკუმენტი პორტფოლიოში. უღრმესი მადლობა ბატონ დათოს კვალიფიციური დახმარების გაწევისა და მაღალი ადამიანური თვისებებისათვის.
Sunday, November 20, 2016
რეფლექსია მეშვიდე დღე
საინტერესოდ წარიმართა დღევანდელი მეცადინეობა. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შეფასების ნაწილზე. დავხვეწე ჩემი პროექტის ეს ნაწილი . ასევე დავამუშავეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის ტექნიკური მხარე. განვიხილეთ შეფასების ფორმები. მადლობა დღევანდელი დღისთვის.
Monday, November 14, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
დღეს ორმაგად მიწევს მუშაობა. ავადმყოფობის გამო გამიცდა მეხუთე დღე ,მაგრამ ბატონი დავითის ძალისხმევით შევძელი დავალების შესრულება . ინტერნეტი არ გვქონდა, ვიმუშავეთ ინტელის სახელმძღვანელოზე ; დავამუშავეთ პროექტის ზოგადი, თემატური და შინაარსობლივი კითხვები . ასევე განვიხილეთ შეფასება. ძირითადად პრაქტიკული სამუშაო გვქონდა, გავაკეთეთ პრეზენტაციის ჩეკლისტი მოსწავლის სავარაუდო ნამუშევრისათვის. ტექნიკური შეფერხების მიუხედავად ნაყოფიერი იყო ტრენინგი . უღრმესი მადლობა ბატონ დავითს!!!!!
Sunday, October 30, 2016
რეფლექსია მეოთხე დღე
ვისწავლეთ დისკზე მუშაობა , სურათებისა და ვიდეოს გადმოტვირთვა, ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე . დავწერეთ პროექტის მიზნები სტანდარტთან შესაბამისობით. განვიხილეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნასრომები. დღევანდელი დღე საინტერესო და ნაყოფიერი იყო.
მადლობა ბატონ დავითს!!!!!!
მადლობა ბატონ დავითს!!!!!!
Saturday, October 29, 2016
ტრენინგის მესამე დღე
დღეს კიდევ უფრო საინტერესო მეცადინეობა იყო. მადლობა ბატონ დავითს, რომ გასაგები ენით გვიხსნის და გვასწავლის. შევისწავლე driv -ში ფაილების შექმნა, მასზე მუშაობა და ონლაინსივრცეში ატვირთვა.გავეცანი გეგმის სტანდარტს.
მადლობა ტრენერს გულისხმიერებისა და პროფესიონალიზმისთვის.
Sunday, October 23, 2016
რეფლექსია მეორე დღე
მოტივირებული მოვედი ტრენინგზე.
დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა. განვიხილეთ ესგ-ს ელექტრონული ვერსია თანდართული აქტივობებით. მივიღეთ საშინაო დავალება. ძალიან საინტერესო დღე იყო. მადლობა ტრენერს ჩვენი გაძლებისთვის.
დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა. განვიხილეთ ესგ-ს ელექტრონული ვერსია თანდართული აქტივობებით. მივიღეთ საშინაო დავალება. ძალიან საინტერესო დღე იყო. მადლობა ტრენერს ჩვენი გაძლებისთვის.
Saturday, October 22, 2016
პირველი დღის რეფლექსია
გავიცანი ბატონი დავითი, რომელმაც საინტერესოდ გაგვაცნო ტრენინგის მიზანი.
თავდაპირველად , როგორც წესია, რთული მეჩვენა, მაგრამ დღევანდელი მოთხოვნებიდან გამომდინარე , პროექტის წერა და ბლოგზე განთავსება ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს, . ვფიქრობ, საინტერესო და ნაყოფიერი იქნება შემდეგი მეცადინეობა. მადლობა დღევანდელი დღისთვის!
Subscribe to:
Posts (Atom)